ათასობით ბავშვია დაღუპული სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან, 2011 წლის მარტიდან. - ნათქვამია გაეროს ანგარიშში, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების პრობლემებს ეხება.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამთავრობო ჯარებიც და ამბოხებულები პატარა გოგოებსა და ბიჭებს ასაფეთქებელ -თვითმკვლელებად ან ცოცხალ ფარად იყენებენ. აღნიშნულ ანგარიშში საუბარი მხოლოდ სირიაზე როდი მიმდინარეობს. მასში განხილულია მდგომარეობა 21 ქვეყანაში, სადაც ბავშვები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
პირველი გაეროს ამ სამარცხვინო სიაში მალი მოხდა, რომელშიც კონფლიქტის მონაწილე მხარეები საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებს რთავდნენ ან მათ წინააღმდეგ ძალადობას იყენებდნენ.
მიმდინარე წლის მდგომარეობის ამსახველ ანგარიშში მოხვდა 55 არმია და 14 ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე მხარეები ცენტრალურაფრიკულ რესპუბლიკაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მალიში ბავშვები ქვეყნის 16 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ და "მრავალ მათგანს კონფლიქტი ყველაზე ტრაგიკული მხარით შეეხო", _ ნათქვამია ანგარიშში.
"გარდა იმისა, რომ შეიარაღებული ჯგუფები თავიანთ დაჯგუფებებში ძალით აწევრიანებენ 12-15 წლის ბიჭებს, გოგონების მიმართ ადგილი აქვს სისტემატიურ სექსუალურ ძალადობას", _ ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები