ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ექვსი პოლიციელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახევბ "ბი-ბი-სი" ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პოლიციელების ცხედრები საკონტროლო-გამშვებ პუნტზე იპოვეს და მათ თავს თავიანთივე კოლეგა დაესხა.
ჯერ ჯერობით გაურკვეველია, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი ბოევიკების ინტერესებში. გასული კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე თავდასხმაა პოლიციელებზე, რომელსაც მათივე თანამშრომელი ჩადის.
მასალის გამოყენების პირობები