"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან ალიანსს გამორიცხავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას პარტიის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ნოღაიდელის პარტიასთან ყოველგვარი ალიანსი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამორიცხულია, რადგან მათი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა განსხვავდება.
"ჩვენ ახლა ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე მოხდეს შეთანხმება. ამ საკითხზე ყველა იმ ძალასთან გავმართავთ კონსულტაციებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ და საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. მაგრამ ნოღაიდელის პარტიასთან რაიმე ალიანსის ან გაერთიანების შექმნას არ ვაპირებთ. ჩვენი მსოფლმხედველობა და იდეოლოგია ძალიან განსხვავებულია", - განმარტა აბაშიძემ.