ირაკლი ალასანიას პარტია მიხეილ ხუბუტიასთან "არანაირ კავშირს არ აპირებს".
ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების"
წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"ირაკლი ალასანიას ხუბუტიასგან მოწვევა არ მიუღია. რომ მიგვეღო კიდეც, მოსკოვში არ წავიდოდით. ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანი, არ გვსურს მასთან არანაირი კონტაქტი", - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს ხუბუტიას გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვში მასთან შესახვედრად უკვე ირაკლი ალასანია მიიწვია.