პროკურატურასთან, ე.წ. პოლიტპატმირების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციაში მონაწილეობას "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "ხალხის პარტიის" და "კონსერვატორების" წარმომადგენლები იღებდნენ.
"კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერის, კახა კუკავას განაცხადებით, მსგავსი საპროტესტო აქციები ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.
მისი განცხადებით, მომდევნო აქცია გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
მომიტინგეებმა ხელისუფლებას ე.წ. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლი გათავისუფლება მოსთხოვეს.