მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილებას "სპექტაკლს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს სპექტაკლი არ აინტერესებს.
"ეროვნული ფორუმისა" და სხვა პარტიების ჩვენგან გამიჯვნა ხელისუფლების მორიგი კამპანიაა. ეს სპექტაკლი არ მაინტერესებს", - განუცხადა ნოღაიდელმა ფორუმის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, მისივე განმარტებით, "რუსული თამაშის მონაწილე 2007 წელს თავად "ფორუმი" იყო".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფორუმი" თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში და საერთოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ მკაცრად მოუწოდა ყველა ძალას, "ნურასდროს დაუძახებენ იქ, სადაც მისთვლისთვის მათ ტაშს კრემლი და ზურაბ ნოღაიდელი დაუკრავენ".