მიუხედავად კახა შარტავას დღევანდელი განცხადებისა, კობა დავითაშვილი "ეროვნულ ფორუმს" გაერთაინებისაკენ მაინც მოუწოდებს. ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერმა "ჯი-ეიჩ-ენ" - თან საუბარში განაცხადა.
"2007 წელს, კანცელარიაში სააკაშვილმა განგვიცხადა და რომ თუ ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკება აუცილებლად უნდა გავმიჯნოდით "ეროვნულ ფორუმსა" და "ლეიბორისტებს". ჩვენ სააკაშვილს უარი ვუთხარით. მე მოვუწოდებ ბატონ კახა შარტავას და "ეროვნულ ფორუმს", ისევე მოიქცნენ, როგროც ჩვენ მოვიქეცით მაშინ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძის გუშინდელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იგი მზადაა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის სასრგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნას.
შეგახსენებთ, მამუკა კაციტაძემ გუშინ პირველი არხის ეთერში აღნიშნა, რომ ერთიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ყველა ოპოზიცური სუბიქტი თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს