"უკრაინა არ აწვდის იარაღს საქართველოს და მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია კავკასიაში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე კონფლიქტში", _ ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ პოროშენკომ გააკეთა.
"ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა კავკასიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში. უკვე ჩავატარეთ ძალიან დეტალური გამოძიება და მასალა რუსულ მხარეს გადავეცით, ამიტომაც ამ დისკუსიის გაგრძელება არ გვსურს", _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინა საერთაშოროსო სამართლით განსაზღვრული ნორმების მიხედვით მოქმედებდა.
მისი თქმით, არც ერთი წლის წინ და არც ახლა უკნაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდება არ ხორციელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშოროისო კანონმდებლობის თანახმად იარაღის ამგვარი მიწოდებები აკრძალული არ არის.