"ეროვნული ფორუმი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დუმილი დღეს დაარღვია და საგანგებო პრესკონფერენციაზე ის ოპოზიციური ძალები გააკრიტიკა, რომლებიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზნით კონსულტაციებს აწარმოებენ.
"ყველაფერს აქვს საზღვარი. გუშინ, 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში 4-მა პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა ჩაატარა შეკრება, სადაც ყველას მითიური, არარსებული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოგვიწოდეს. მისასალმებელია სურვილი გაერთიანებისა, მაგრამ, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საკითხის ასე დაყენება საზოგადოების დაშანტაჟებას უფრო ჰგავს ერთიანობის იდეით, ვიდრე რეალური ერთიამობის მოთხოვნას", - განაცხადა შარტავამ.
ამასთან, მან კოლეგა ოპოზიციონერებს მკაცრად მოუწოდა, "ეროვნულ ფორუმს" ნურასდროს დაპატიჟებენ იქ, სადაც მას მისვლისთვის მადლობა კრემლმა და ზურაბ ნოღაიდელმა უნდა გადაუხადოს.
"ამ საკითხისგან ნურავინ შეეცდება თბილისის დაჯავშნას. ეს უკვე გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ჩვენ მას არ უნდა დავემსგავსოდ.... საქართველოს პოკიტიკური სიტუაციის შიდა ცვლილება ვერ იქნება დამოკიდებული პროინტერესებზე, ერთადერთი ეს ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს დამოკიდებული.. ასევე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნურავინ დაპატიჟებს "ერვონულ ფორუმს" იქ, სადაც მას მისვლისთვის მადლობა კრმელმა და ნოღაიდელმა უნდა გადაუხადოს", - განმარტა შარტავამ.