დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სამუელ ზბოგართან და სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ პაველ განტართან.
შეხვედრისას მხარეები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, ასევე, ევროკავშირთან, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ვაშაძის ვიზიტი 26 თებერვალს დასრულდება.