ხვალ, 25 თებერვალს, გურჯაანში, კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყება.
ეკლესიის არქიტექტორის ნორად მინდორაშვილის განცხადებით, ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა იქნება, რომლის მშენებლობაც 350 000 ლარი დაჯდება. ტაძრის აშენება შემოწირულობებით არის დაგეგმილი.
შექმნილია ფონდი "გზა ტაძრისაკენ". ფონდის საბანკო ანგარიშია 36089772 სახალხო ბანკის გურჯაანის ფილიალი. ბანკის კოდი: 220101499. ტაძრის მშენებლობის ფონდში წვლილის შესატანად მაგთის და ჯეოსელის აბონენტებმა შეგიძლიათ დარეკოთ 700 501. ზარის ღირებულება 1 ლარია.