თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით "საქართველოს გზისა" და "ეროვნული ფორუმის" პოზიციები ხვალ, 25 თებერვალს, გახდება ცნობილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიების პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც საფრანგეთიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი, ისე ფორუმის ლიდერები, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
სავარაუდოდ, ზურაბიშვილი ოპოზიციის კონსულტაციებში ჩაერთვება და ისაუბრებს, რომელ მექანიზმს მიჩნევს ყველაზე მართებულად ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, უკვე ცნობილია, რომ "საქართველოს გზის" ლიდერისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი ამ პოსტზე "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაა.
"ეროვნულ ფორუმს" კი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.