ზურაბ ნოღაიდელმა ირაკლი ალასანიას და ლევან გაჩეჩილაძეს მადლობა გადაუხადა. დღეს, ჭადრაკის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ექს-პრემიერმა, ლევან გაჩეჩილაძეს ოპოზიციის ერთიანობისათვის გაწეული შრომისთვის, ხოლო ალასანიას ამ ერთობაში შემოსვლის გამო მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით დღეს, დაქუცმაცებულ საქართველოს შანსი აქვს გახდეს წარმატებული, ამის გაკეთება კი მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით არის შესაძლებელი.
"მადლობას ვუხდი ლევანის გაწეული სამუშოსათვის, იგი გულმოდგინედ ცდილობდა, რომ ოპოზიცია გაერთიანებულიყო. ამასთან მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ირაკლი ალასანიას, რადგან მან გადადგა სარისკო ნაბიჯი და კონსულტაციებში ჩაერთო", - განაცხადა ნოღაიდელმა.
კითხვაზე თუ როდიდან ჩამოყალიბდა ნოღაიდელსა და ალასანიას შორის მსგავსი დამოკიდებულება და რას ნიშნავდა ეს მადლობა, ექს-პრემიერი პასუხობს, რომ მათ შორის ყოველთვის თბილი დამოკიდებულება იყო.