ნოღაიდელს "კონსერვატორებისგან" განსხვავებით, ერთიანი ოპოზიციურ კანდიდატის გამოვლენა, მხოლოდ პრაიმერის საშუალებით არ წარმოუდგენია. ამის შესახებ დღეს, ექს-პრემიერმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.
"მთავარია, რომ ერთიანობა შედგა და დღეს ჩვენ აქ ვართ, ხოლო თუ რა ფორმით მოხდება ერთიან კანდიდატზე შეჯერება ამას ჩვენ თვითონ მოვილაპარაკებთ იქნება ეს პრაიმერი თუ სხვა საშუალება", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ "კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა დღევანდელ საზოგადოებრივ კრებაზე პრაიმერის პლიუსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი არჩევნები ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა.