ოფიციალური წერილი მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გადაუგზავნა.
შრომის პარტიის წევრები, ნავთობპროდუქტების ხარისხის შემოწმებასაც ითხოვენ. განსაკუთრებული პრეტენზიები შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელებს "ვისოლის", "რომპეტროლის", "სოკარისა" და "ლუკოილის" მიმართ აქვთ.
"ლეიბროსტიები" აცხადებენ, რომ მონოპოლისტი კომპანიები ფასებს საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენენ, რის გამოც მათი ხელმძღვანელები სისხლის სამართლის კოდექსით უნდა დაისაჯონ.