"კონსერვატორიული პარტია" კვლავ პრაიმერის იდეას ემხრობა. ამი შესახებ პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს ჭადრაკის სასახლეში, "საზოგაოებრივი დარბაზის" მიერ მოწვეულ კრებაზე ისაუბრა.
"ოპოზიციური პარტიებმა ხალხის აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ, წინასწარი არჩევნები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით - თქვენ მხოლოდ ის ფუნქცია კი არა გაქვთ, რომ მიტინგია ჩასატარებელი ან გზაა გადასაკეტი და მოდით მოგვეხმარეთ, არამედ ოპოზიცია ითვალისწინებს ხალხის აზრს. ის კანდიდატი, რომელიც პრაიმერში გაიმარჯვებს, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი გახდება. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ პრაიმერში ხალხის დიდი რაოდენობა მოვა - 50 000 ადამიანიც მოვა და 100 000 - იც", - განაცხადა ზვიად ძიძგურმა.
ძიძიგურმა პრაიმერის დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარ არჩევნებს ყველა მასში შემავალი პარტია დააფინანსებს და არა ნოღაიდელი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრაიმერი მიუკერძოებლად ვერ ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის კონსულტაციებში მონაწილე ზოგიერთი პარტია, მათ შორის ირაკლი ალასანია, პრაიმერის იდეას არ იზიარებს და სოციოლოგირ კვლევის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას.