IRI-ის კვლევების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
"ხვალ რომ საპარალამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? - ამ შეკითხვაზე ჩატარებული გამოკითხებით, მმართველ გუნდს ამომრჩეველთა 43 % აძლევს ხმას.
მეორე ადგილი 9 %-ით ირაკლი ალასანიას "ჩვენი-საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს", მესამე კი 7 %-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს. შრომის პარტიას მოსდევენ "ქრისტიან-დემოკრატები" - 6 % -ით.
გამოკითხულთა 18-მა %-მა დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.