საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ბელიქესირის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძის უწყება სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს, თურქეთის ბელიქესირის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა, რასაც ჩვიდმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.