პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომისას სიტყვით გამოსვლის საშუალება უმცირესობის კვოტით მიეცემათ დიმიტრი ლორთქიფანიზეს, გურამ ჩახვაძეს და მაგდა ანიკაშვილს გარდა თავად უმცირესობის ლიდერისა. ამის შესახებ განცხადება უმცირესობის ლიდერმა გორგი თარგამაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვიტა რომ აღნიშნულ პირებს უმცირესობისთვის გაომყოფილი კვოტიდან დაუთმოს დრო, რათა პრობლემების ფართო სპექტრი გაშუქდეს პროფესიონალურად.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოსვლიათვის დროის დათმობა გუშინ საკუთარი ფრაქციის თავმჯდომარეს სთხოვა, თუმცა თორთლაძეს მისთვის უარი უთქვამს იმ მოტივით, რომ მას სიტყვა უკვე მომზადებული აქვს და ვეღარ შეცვლის. სამაგიეროდ ლორთქიფანიძეს პრეზიდენტის პარალმენტში ყოფნისას გამოსვლის საშუალებას გიორგი თარგამაძე მისცემს.
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 26 თებერვალს წარსდგება.