პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება, შესაძლოა, უფრაქციო დეპუტატებსაც მიეცეთ. აღნიშნული თხოვნით გიორგი ცაგარეიშვილმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ოფიციალური განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება პარასკევის სესიის პირველ ნაწილში იქნება მიღებული. თუმცა უმრავლესობის წევრები არაოფიციალურად საუბრობენ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია პრეზიდენტთან შეთანხმებით.
უფრაქციო დეპუტატები პარლამენტში არიან გია ცაგარეიშვილი, კარლო კოპალიანი, პეტრე მამრაძე, ჯონდი ბაღათურია. 5-5 წუთიან გამოსვლას ოთხივე მათგანი გეგმავს.
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 26 თებერვალს წარსდგება.