საქართველოში ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკლესიას, პოლიციას და ჯარს აქვთ. შესაბამისი გამოკითხვა IRI-მა ჩაატარა.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კველევის თანახმად, ნდობის რეიტინგში სამი ინსტიტუცია - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ.
ამავე კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად უმუშევრობას (59%), ტერიტორიულ მთლიანობას (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებას ასახალებს (13%).
საქართველოს ხელისუფლების მიღწევად ხალხი ინფრასტრუქტურის განვითარებას - გზებსა და სხვა სისტემებს, ასევე, კრიმინალთან ბრძოლას მიიჩნევს.
ამასთან, საზოგადოება თვლის, რომ რეფორმებია გასატარებელი ჯანდაცვის და თავდაცვის სისტემებში.