ჭადრაკის სასახლეში "საზოგადოებრივი დარბაზის" ინიციატივით ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრება მიმდინარეობს. შეხვედრაზე პირველად ლევან გაჩეჩილაძე მივიდა მისი თქმით, მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე მნიშვმნელოვან საკითხზე.
დღევანდელ შეკრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე უნდა იმსჯელონ.
შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ჭადრაკის სასახლეში იმყოფებიან "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა დაიცავი საქართველოს", "კონსერვატორების", "ხალხის პარტიის", "მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს" ლიდერები.