მოსკოვმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რიგი ულტიმატური მოთხოვნებისა წაუყენა რომელთა შესრულებაც აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების აღორძინებისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი "ვლასტი" აქვეყნებს. ამაზევე საუბრობს რამდენიმე უკრაინული წყარო.
ჟურნალი "ვლასტი" ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სულ მცირე ხნის წინ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი იმყოფებოდა, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩთან 6 საათიანი მოლაპარაკებები გამართა.
ჟურნალი უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "რუსეთის ფედერაციამ მოამზადა კიევის მიერ კონკრეტულად გადასადგმელ ნაბიჯთა ნუსხა, რომელიც უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვთან მეგობრული და ძმური ურთიერთობების აღდგენისათვის უნდა გადადგას".
"მოსკოსვს სურს რომ: უკრაინის უშიშროების სამსახურმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის კონსულტანტების მომსახურებაზე და მათთან თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ზაფხულში უკრაინის უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომებს კიევში აშშ-ს მაშინდელი ელჩი, პროფესიონალი მზვერავი უილიამ ტეილორი გადასცემდა", _ ციტირენს გამოცემა უკრაინელ დიპლომატს, რომელიც ამას გარდა აცხადებს, რომ რუსული მხარე უკვე ახლა აყენებს საკითხს იმასთან დაავშირებით, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წამომადგენლობის მუშაობა აღდგეს. შეგახსენებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხების სამსახურის ოფიცრებს ყირიმი გასული წლის ბოლოს დაატოვებინეს.
ყოველივე ამის გარდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული წყარო ასევე იუწყება, რომ მოსკოვმა გასაგებად აუხსნა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ მას უკრაინის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა სურს, რომელიც საკმაოდ წარმარებით მიმდინარეობდა მისი წინამორბედის მმართველობის დროს.