აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებეში აფრიკის კავშირის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს იზეიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელის 54 აფრიკულ სახელმწიფოს აერთიანებს, ადის-აბებეში 1963 წლის 25 მაისს დაარსდა. თავდაპირველად გაერთიანებას ეწოდებოდა აფრიკული ერთობის ორგანიზაცია, ხოლო 2002 წელს ორგანიზაციას აფრიკის კავშირი დაერქვა. გაერთიანების ძირითად მიზანს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.
როგორც აღნიშნავს ბი-ბი-სის კორესპონდენტი ეთიოპიაში, ლიდერები ფორუმს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით შეხვდნენ. ქვეყნების მეთაურების განცხადებით, აფრიკა ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის შესამჩნევ ტემპებს აჩვენებს, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან - რუანდა, სიერა ლეონე და სომალი - ნელ-ნელა ივიწყებენ წარსულს და განვითარების გზაზე დგებიან.
მასალის გამოყენების პირობები