ლიბანის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა" სირიელი აჯანყებულების გამარჯვებას არ დაუშვებს. ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში დაჯგუფების ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა.
„თუ ძალაუფლებას სუნიტები ჩიგდებენ ხელში, ამით ლიბანს დიდი საფრთხე დაემუქრება - როგორც ქრისტიანებს, ასევე შიიტებსა და სუნიტებს. ამიტომ ჩვენი ბოევიკები საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებენ", - განაცხადა ჰასან ნასრალამ.
შეიხი ნასრალა, რომელიც თავის დაჯგუფებასთან ერთად სირიის მოქმედი ხელისუფლების მხარეს იბრძვის აცხადებს, რომ არასდროს დაუჭერს მხარს სირიის ოპოზიციას, რომელსაც მისივე თქმით, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 80 ატასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები