რუსეთის დუმის შენობასთან სექს-უმცირესობების აქციის ჩატარების მცდელობის გამო 10 ადამიანი დააკავა. აქციის ჩატარების ადგილზე სულ დაახლოებით 20 მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მოსკოვის "ლგბტ" საზოგადოების ხელმძღვანელი ნიკოლაი ალექსეევი აცხადებს, რომ დუმის შენობასთან დაკავებულია 12 ადამიანი, იმისათვის, რომ მათ ინტერვიუები მისცეს და საკუთარი პროტესტის გამოხატვა სცადეს.
აკავებენ ასევე გეი-აღლუმის მოწინააღმდეგეებსაც.
ამ დროისათვის დუმის შენობასთან დაახლოებით 50 მდე ჟურნალისტი, პოლიციელები და ომონის წარმომადგენლები იმყოფებიან.