17 ბავშვი გახდა დღეს პაკისტანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი სკოლის ავტობუსში დამონტაჟებული, გაუმართავი გაზის ბალონი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში აფეთქების დროს 8 დან 12 წლამდე 20 -25 ბავშვი იმყოფებოდა.
ცნობილია ასევე, რომ გარდაცვლილია მასწავლებელი. მძღოლი და რამდენიმე ბავშვი დაჭრილია, რომელთაგან 5 ის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსგავსი ინციდენტები პაკისტანში არცთუ ისე იშვიათია. ბენზინზე მაღალი ფასის გამო სატრანსპორტო საშუალებებში გაზის ბალონები მონტაჟდება.
მასალის გამოყენების პირობები