აშშ-ში ვაშინგტონის აეროპორტში ამერიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩეხეთში ოთხი ადამიანის მკვლეობაშია ეჭვმიტანილი, რომელმაც 23 მაისს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ოჯახის ოთხი წევრი, დედა, მამა და ორი შვილი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედა ჩეხეთის ტერიტორია დატოვა და ავსტრიის გავლით ამერიკაში ჩაფრინდა. სწორედ ავსტრიის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელმა სამართალდამცავებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
ჩეხეთის პოლიციამ ამერიკელ კოლეგებს ბოროტმოქმედის ექსტრადირების საკითხზე უკვე მიმართა. ამ დრომდე დანაშაულის ჩადენის მიზეზი უცნობია. დამნაშავე 1992 წელს დაბადებული კევინ დალგრენია, რომელიც სავარაუდოდ ჩეხეთში ინგლისურის ასწავლიდა.