იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საქმეზე მომუშავე პროკურორ ილიდა ბოკასინის მუქარის შემცვლელი გზავნილები გაუზავნეს. აღნიშნული მუქარის გზავნილები მას შემდეგ გახშირდა, რაც პროკურორმა 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
სილვიო ბერლუსკონის სასამართლო საქმის განხილვა დღეს გაიმართება და პროკურორი მოითხოვს, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო პოსტზე მუშაობის უფლება აეკრძალოს. მიზეზი კი მისი არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირების სკანდალები გახდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურორ ილიდა ბოკასინის რამდნიმე მუქარის წერილთან ერთად, ტყვიებიც გაუგზავნეს, თუმცა პროკურატურის განცხადებით მიქარების მიუხედავად საქმის პროცესი მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.