26 მაისიდან, ბათუმიდან კიევის მიმართულებით, რეგულარულ რეისებს "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" შეასრულებს.  პრომო აქციის ფარგლებში, 31 მაისამდე შეძენილი ბილეთის ფასი ბათუმი-კიევის მიმართულებით 37 ევროდან დაიწყება.
 რეგულარული რეისები თავდაპირველად კვირაში 4-ჯერ, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდში კვირაში 7-ჯერ შესრულდება.  "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით,  B 737-500 ტიპის ავიახომალდი მგზავრებს კიევიდან ბათუმში საღამოს 22:50 ჩამოიყვანს, დილის 06:45 საათზე კი უკან გაფრინდება. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთია
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები