„თეთნულდი დეველოპმენტის" 100 %-იანი წილი მართვის უფლებით რეგიონალური განვითარების სამინისტროს მართვაში გადავიდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა. აქამდე „თეთნულდი დეველოპმენტი" ეკონომიკური განვითარების ბალანსზე ირიცხებოდა. „თეთნულდი დეველოპმენტი" ოფიციალურად 2013 წლის 1-ელ მაისს დაფუძნდა და მის მფლობელობაში თეთნულდში მდებარე საბაგირო გზა ირიცხება.
ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ „თეთნულდი დეველოპმენტის" დავით ნარანიას უწყებისთვის გადაცემა თეთნულდში სათხილამურო ტრასებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების წინაპირობა გახდება.