,,ჩვენ ვაკვირდებით ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას  და მათთვის ბრალის წარდგენას", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა  პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას. 
,,ყოფილი  მთავრობის  მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას აშშ თვალყურს ადევნებს. ჩვენ ვაკვირდებით ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას  და მათთვის ბრალის წარდგენას" _განაცხადა  ბრიჯიტ ბრინკმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უდანაშაულობის პრეზუმფციის საფუძველზე სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.