დღეს, 25 თებერვალს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს.
დეპუტატები მომავალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ. ჯგუფი პირველ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან, ზურაბ ხარატიშვილთან გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს გასულ კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა.
ჯგუფი სულ 9 წევრისგან შედგება, მათგან 5 ოპოზიციის, 4 კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ოპოზიციონერია ჯგუფის ხელმძღვანელიც. მას გურამ ჩახვაძე ხელმძღვანელობს.