ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას განაგრძობს, რათა აიძულოს ოფიციალური თეირანი, უარი თქვას ბირთვულ პრგრამაზე. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ანგარიშს. ფაქტია, რომ ირანი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი, ეს აშკარაა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთნა, რათა ვაიძულოთ ირანი, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა", - განაცხადა ჯეი კარნიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპებით აგრძელებს საკუთარ ბირთვულ პროგრამას, რომლის მიზანს, საერთაშორისო თანამეგობრობის ვარაუდით, წარმოადგენს ბირთვული იარაღის შექმნა.
საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ირანმა დაამონტაჟა 700 მაღალტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც ურანის გამდიდრებისთვისაა განკუთვნილი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტოს მცდელობა ოფიციალური თეირანისგან მიეღო დასაბუთებული პასუხები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო პოტენციალის საფრთხის არ არსებობის შესახებ წარუმატებლად დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები