ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის კოდექსში ცვლილებები გაახმაურა. ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომელიც 32-ე მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ცვლილებების საფუძველზე, დამსაქმებელს აღარ ექნება უფლება თანამშრომელი დასაბუთების გარეშე დაითხოვოს.
შრომის კოდექსში ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტროსტან ერთად დამსაქმებელტა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლები უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
"მოხდება დისკრიმინაციულ მუხლებში ცვლილებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ხალხის სამსახურში არ აყვანა, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება დისკრიმინაციულად. ძალიან მალე გვექნება კანონმდებლობის პაკეტი, რომელიც მიახლოებული იქნება სტანდარტებთან", _ განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა