ადამიანი, რომელსაც ფედერალური უსაფრთხოების ბიურო ბოსტონის ტერაქტებთან დაკავშირებით კითხავდა ფლორიდის შტატში, ორლანდოში მოკლეს მას შემდეგ რაც ის ფედერალური აგენტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ეს 27 წლის იბრაჰიმ ტოდაშევია. გაზეთ "Orlando Sentinel" -ის ინფორმაციით, ცხედარი მისმა მეგობარმა ამოიცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ტოდაშევს კითხავდნენ ტამერლან ცარნაევთან ნაცნობობის გამო. ტოდაშევი ურთიერთობდა ცარნაევთან აფეთქებებამდე მცირე ხნით ადრე და ბოსტონში სპეციალურად ცარნაევის სანახავად იყო ჩასული. არსებობს ასევე ცნობა, რომ ტოდაშევი ჩეჩნეთში გამგზავრებას აპირებდა.
სროლის ხმა, სავარაუდოდ, ტოდაშევის ბინაში მოხდა, თუმცა მანამდე ამას წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება მასა და ფედერალურ აგენტებს შორის, რომლის შემდეგაც ტოდაშევი თითქოს აგენტებს დაესხა თავს. ამჟამად მიმდინარეობს გადამოწმება.