საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტუაციის განუხტვისაკენ. მისი თქმით პოლიციამ თავიდან უნდა აირიდოს შესაძლო დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და ყოფილ პოლიტპატიმრებს შორის.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ შესაძლებელია პოლიტმატიმრებმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მისამართით უსიამოვნო რეპლიკები და შეძახილები გააჟღერონ. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებს მოვუწოდებთ საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიცვან წესრიგი და უზრუნველუყონ სიმშვიდე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 17 საათზეა ჩანიშნული.