დაღესტანში შეიარაღებულ პირთა თავდასხმის შედეგად პოლიციელი მოკლეს. ამას გარდა, თავდასხმის შედეგად ასევე დაჭრილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთი სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული თავდასხმა დაღესტნის ქალაქ ბუნაისკში მოხდა.
მამაკაცებს ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილში იმყოფებოდნენ. დაჭრილებმა საავადმყოფომდე მიღწევა შეძლეს, თუმცა პოლიციელის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამხდერო კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
თავდამსხმელების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები