ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში საგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. ავარიის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „Fox News" ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ოჰაიოს ჩრდილო-დასავლეთით მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. საგზაო პოლიცია მომხდარის დეტალებს ამ დრომდე იკვლევს.
დაშავებულები, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, უახლოეს საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მედპერსონალის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები