ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „The Wall Street Journal" ავრცელებს.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თხუთმეტმა კონგრესმენმა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან. გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამი კონგრესმენი გამოვიდა. კანონპროექტი სრული შემადგენლობით განსახილველად გადაეგზავნება აშშ კონგრესის სენატსა და წარმომადგენლობით პალატას.
კანონპროექტი საერთაშორისო ურთიერობების კომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატი რობერტ მენენდესისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის ბობ კორკერის ინიციატივაა. კანონპროექტი საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს იარაღი მიაწოდოს სირიის თავისუფალ არმიას და ბაშარ ასადის სხვა მოწინააღმდეგე ძალას.
კანონპროექტში არ არის ასახული კონკრეტული სია იარაღებისა, რომელთა გადაცემაც უნდა მოხდეს, თუმცა აღნიშნულია, რომ საუბარი ეხება ძირითადად ავტომატური ცეცხლის იარაღებს. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონი არ რთავს ნებას სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოწყობილობების გაგზავნას.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასადმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,5 მილიონამდე ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები