დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყატარის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში გილაურს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ, მათ შორის რესპუბლიკის ამირი.
დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესმენებთანაც, რომელთაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. განხილულ იქნება საქართველოში ყატარული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაც.
გილაური ყატარში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელთან, ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან ერთად გაემგზავრება.
ქართული დელეგაცია თბილისში 25 თებერვალს დაბრუნდება.