დღეს, 24 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
სამოქმედო გეგმის პრეზენტირება მოხდება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლობისთვის.