საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ კონსტანტინე გამსახურდიას დანიშვნას მხარს დაუჭერს. ეს განცხადება გაბაშვილმა დღეს პარალმენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის გასაგებია გარკვეულ პირთა სურვილი რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია იყოს.
"ეს ლოგიკურია და ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ამიტომ მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და მხარს დავუჭერ", - აცხადებს გაბაშვილი.