"რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომ ახლა ხდება იმ სამართლიანობის აღდგენა?", _ კითხვა დასვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენა კი არ ხდება, არამედ "ხდება რაღაც სხვა".
"სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში იყო სამართლიანობა და "ვარდების რევოლუციამ საქართველოში სამართლიანობა დაარღვია. ამ ლოგიკით, საქართველოში იყო სამართლიანობა 2003 წლამდე, როდესაც ხალხი ცვიოდა შსს-ს მეექვსე სართულიდან, როდესაც კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი და ბევრი მაშინელი მაღალჩინოსანი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას და ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს, მაშინ იყო სამართლიანობა და "ვარდების რევოლუციამ" ეს დაარღვია და ახლა ამის აღდგენა ხდება.
სამართლიანობა იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პუტჩი მოხდა და მხედრიონმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტა? სამართლიანობა იყო კომუნისტურ საბჭოთა კავშირში? სამართლიანობა იყო 30-იან წლებში, როდესაც მთელი ქართული ინტელიგებცია გაანადგურეს, თუ სამართლიანობა იყო 1924 წელს? ამართლიანობა იყო მეფის რუსეთის დროს?", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ერთად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ხდება დღეს.
"რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომ ახლა ხდება იმ სამართლიანობის აღდგენა? მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა თითოეულმა უნდა დასვას იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა კი არ ხდება, არამედ ხდება რაღაც სხვა და ამაზე ჩვენ ყველას დაფიქრება მოგვიწევს", _ გამაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები