დღეს, 24 თებერვალს, 15:30 საათზე, კინოსახლში ჩატარდება წარმომადგენლობითი სახალხო-ეროვნული კრების საინიციატივო გჯუფის გაფართოებული სხდომა, რომელიც კრების მოწვევის მოსამზადებელ ეტაპს მიეძღვნება.
ორგანიზატორთა განცხადებით, 24 თებერვლის შეკრება, რეგიონების წარმომადგენელთა დასწრებით, წარმომადგენლობითი ეროვნული კრების უმთავრესი ამოცანის, ქართული საზოგადოებისთვის ხელისუფლების არჩევის, რეალური ეროვნული თანხმობისა და ქვეყნის მართვის ფორმების განსაზღვრის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების ხელშეწყობას წარმოადგენს.