პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი  ექსპერტთა კლუბში ექსპერტებს ხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება  ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის პერსპექტივა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობა, თანამდებობრივი ამნისტიის მოსალოდნელი გამოწვევები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. 
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას როგორც დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის წევრები, ასევე მოწვეული ექსპერტები ესწრებიან. 
შეხვედრის დაწყებისას პრემიერ-მინისტრს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს უკვე მესამედ ხვდება.