"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს რომ ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპრეზიდენტო პოსტზე ის კონსულტაციებს სხვა პარტიებთან განაგრძობს.
"მე მადლობას ვუხდი "სახალხო კრებას" ჩემი ინიციატივისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება უზრუნვეყოფს თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ვფიქრობ რომ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება გააზრებული, გაკეთებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან", - აცხადებს ბურჯანაძე.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა დღეს ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.