უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გედევან ფოფხაძის განცხადებით, საზოგადოების ნაწილში არის განწყობა რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მცირე პერიოდში ხალხის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
როგორც ფოფხაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ის ამ ხალხის მოსასმენად მივიდა.
"სპორტის სასახლეში პოლიტპატიმართა ყრილობაზე ვიყავი იმიტომ რომ მომესმინა ამ ხალხისთვის. მიმაჩნია რომ ეს ღონისძიება იყო საინტერესო. არის დამოკიდებულება რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ დროში რაც ჰქონდა ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ამიტომაც გაწბილების მომენტი არის, მაგრამ მიმაჩნია რომ როგორც არ უნდა გვემოქმედა ვიღაცას უკმაყოფილების გრძნობა მაინც ექნებოდა. ბევრი პირი არ არის პასუხისგებაში მისაცემი და მათ მიმართ სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა ის ინიციატივა რაც უნდა გამოეჩინა. მე მირჩევნია ახალაია გამოუშვან ციხიდან თუ მის მიმართ არ არის მტკიცებულებები ვიდრე შეყარონ ყველა ის ხალხი რომელიც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე გვაღიზიანებდა", - აცხადებს ფოფხაძე.
მასალის გამოყენების პირობები