ერაყში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბომბები ავტომობილებში იყო ჩადებული. ჯერ ჯერობით ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყში მოხდარი აფეთქებების შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები