სირიაში ქალაქ კუსეირის რაიონში არმიასა და ამბოხებულებს შორის სისხლიანი შეტაკება მიმდინარეობს. სახელმწიფო არხების ინფორმაციით, არმიამ ქალაქის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი თავის კონტროლს დაუქვემდებარა. ოპოზიცია ამ ინფორმაციას უარყოფს.
ბრძოლებში სხვადასხვა ინფორმაციით, მოძრაობა "ჰეზბოლას" წარმომადგენლები მონაწილეობენ და ისინი ასადის არმიის მხარეს იბრძვიან.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ქალაქისთვის ბრძოლაში სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კი დაღუპულთა რაოდენობა 100 -ია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბრძოლების შედეგად ტყვედ ჩავარდნილია ბევრი ამბოხებული. სამთავრობო ჯარები უკვე დიდი ხანია ემზადებოდნენ ქალაქ კუსეირის იერიშისათვის.
მასალის გამოყენების პირობები